ღარიბაშვილი უნგრეთში

მდინარაძე ღარიბაშვილზე: არაფერია იმაზე ეროვნული და ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა

არაფერია იმაზე ეროვნული და ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, უპირატესად საკუთარ სამშობლოზე ფიქრი და საქმის კეთება - ამისთვის ეროვნული ტრადიციების დაცვა, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და შენი კულტურის, შენი გუშინდელი დღის შენარჩუნების პარალელურად, ზრუნვა ხვალინდელზე, განვითარებაზე, ევროპელობასა და პროგრესზე. ეს არის მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად და სასიცოცხლოდ სჭირდება. პრემიერმინისტრის სიტყვაც ამ პათოსით იყო გაჟღენთილი. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას აბსოლუტურად სწორად იგებს და დიდ უმცირესობაში არიან ის ადამიანები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც ამას სხვა სახელს არქმევს. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე უნგრეთში მიმდინარე  კონსერვატორთა კონფერენციაზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას

კომენტარები