რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე, 2022 წლის 20 ივლისი.
ANATOLII STEPANOV/AFP VIA GETTY IMAGES

უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავრცელებს

თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა.

პაკეტი მოიცავს 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებს, დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს და საბრძოლო მასალებს, დრონის საბრძოლო მასალებს, ასევე აღჭურვილობას, რომელიც დასავლეთის საჰაერო თავდაცვის გამშვები სადგურების, რაკეტების და რადარების უკრაინის არსებულ სისტემებთან ინტეგრირებას დაეხმარება.

თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ბრძოლის ველზე თავის დასაცავად საჭირო აღჭურვილობა მიაწოდოს.

კომენტარები