17 მაისი

17 მაისს ეკლესია მრევლს კვლავ რუსთაველზე ეპატიჟება

17 მაისს ეკლესია მრევლს კვლავ რუსთაველზე ეპატიჟება. როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წერს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა შედგება.

"მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!" - წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.


ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, 17 მაისი, საქართველოში პირველად 2012 წელს აღინიშნა

აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნამდე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა, ამის საშუალება მათ რადიკალურმა ჯგუფებმა - "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა არ მისცეს. ლგბტ თემის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

2013 წლის 17 მაისს ორგანიზაცია იდენტობამ და ლგბტ აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე აქცია დაგეგმეს. თუმცა, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, მათ შორის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა შეკრება წინა ღამით დაიწყეს. ბასილ მკალავიშვილი მრევლი ჭინჭრით იყო შეიარაღებული. აქციას მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ ქორეპისკოპოს იაკობის მეთაურობით და ადგილზე მათი მრევლის ათასობით წარმომადგენელი იყო.

ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მათი მიზანი არა ლგბტქ აქციის ჩაშლა, არამედ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.

მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა გაარღვიეს პოლიციის ცუდად ორგანიზებული ცოცხალი ჯაჭვი და ლგბტქ აქცია ძალადობრივად ჩაშალეს. აქტივისტები პოლიციამ ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა, თუმცა, შეკრებილები ძალადობას აგრძელებდნენ - ავტობუსებს ქვებს ესროდნენ.

2014 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. სასულიერო პირები და მრევლი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა და "სანატიზმი" და "სოდომ-გომორი" დაგმო. 

კომენტარები