სინდელფინგენში Mercedes-Benz-ის ქარხნის ტერიტორიაზე სროლის შედეგად ორი კაცი დაიღუპა. გამომძიებლების ინფორმაციით, ორივე მსხვერპლი 44 წლის იყო.
ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რა გარემოებაში მოხდა თავდასხმა.
პოლიციის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და შემთხვევის ადგილზე საფრთხე აღარ არსებობს.