ქართული ოცნება

ღარიბაშვილი PES-ის დატოვებაზე: ჯერ დამკვირვებელი იყო 8 წელი, რა უბედურებაა

ევროპელი სოციალისტების გაერთიანებაში 2015 წლიდან არა წევრის, არამედ დამვირვებლის სტატუსით ვართ. ჯერ დამკვირვებელი იყო 8 წელი, რა უბედურებაა, მაგრამ ნუ კარგი გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი. ეს პარტია ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო, იგივე იდეოლოგიურ ნაწილში, მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში. ნული მხარდაჭერა,  იგივე სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუციები რომ მიიღო ევროპარლამენტმა და ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის, კაცმა, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა, 20% ჩააბარა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს - აწამა, გააუპატიურა და დატანჯა, თურმე ეს არის უსამართლობა. ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი დიდმა ნაწილმა, ამ პარტიის 30%-მა. მაშინ გაჩნდა პირველი ბზარი და მანამდეც უკვე დაწყებული იყო. მერე მეორე, ჩაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი, კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა და ისევ კეზერაშვილს იცავენ. და კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოგიყვანოთ, ვინ იყო ინიციატორი იმ ანტი-ქართული რეზოლუციის - EPP, ანუ ნაცმოძრაობის პარტია, ვინც მაშინ, როდესაც უნდა მიეღო ევროპას ისტორიული გადაწყვეტილება [სტატუსზე], რეალურად საწინააღმდეგო და საპირისპირო რეზოლუციას დაუჭირეს მხარი. 

იგივე ახლა, მე წავედი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, სადაც პრეზიდენტები დადიან ამერიკის და კონგრესმენები, გამოჩენილი პოლიტიკოსები. და დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე... თქვენ, რომ ანტი-LGBT ფრაზები გამოიყენეო და ეროვნულ-კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე [მონაწილეობა]. უკრაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ესეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ - კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობიბის დამცვველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებ. ასევე პარტიის თავმჯდომარემ დღეს განმარტა, რომ ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები, დავაკვირდებით, არსებობის კონსერვატიული გაერთიანება, სხვებიც არსებობენ და სხვა პარტიებთან დავპარტნიორდებით.

ასე განმარტა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების გადაწყვეტილება უარი თქვან ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსზე.

კომენტარები