რუსეთი

მოსკოვის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში ელექტროგადამცემი ხაზები დანაღმეს – რუსული მედია

მოსკოვის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში ელექტროგადამცემი ხაზებს ბურჯი დანაღმეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს

რუსული ტელეგრამის არხის ცნობით, ელექტროგადამცემ ხაზთან ახლოს მიწისქვეშ მიმავალ მავთულებთან ერთად იპოვეს ყუთი. ამავე ინფორმაციით, ბომბის ვერსია არ დადასტურდა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემ ხაზებთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები.

კომენტარები