კორუფცია უკრაინაში

უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

უკრაინის პროკურატურამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავაამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა თქვეს, რომ მათ სასამართლოში "მასშტაბური კორუფცია გამოავლინეს".

პროკურორებმა ოფიციალური პირის ვინაობა არ დაასახელეს, თუმცა უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზიევი 3 მილიონი დოლარის ქრთამის აღების გამო.

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ქრთამის აღების გამო დააკავეს.

კომენტარები