საქართველო-რუსეთი

ანწუხელიძის ცოლი: ჩემთვის რუსეთი მტერია და ყოველთვის ასე იქნება

ჩემი დამოკიდებულება ვერანაირად ვერ იქნება დადებითი, რადგან ყველამ კარგად იცის, გიორგის რაც გაუკეთეს და არა მარტო გიორგის. სასტიკად მოექცნენ ჩვენს ჯარისკაცებს და მოსახლეობას. წაგვართვეს ამდენი სოფელი, ტერიტორიები დასაბრუნებელია და ვერანაირად ვერ იქნება ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ დადებითი. ჩემთვის რუსეთი მტერია და იქნება ყოველთვის. ჩემთვის არის მძიმე და მათთვის, ვინც დაკარგეს საყვარელი ადამიანები: მეუღლეები, შვილები და მამები. მათთვის მძიმეა და ყოველთვის ასე იქნება. რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს კარგი დამოკიდებულება. მე არასდროს მაქვს კარგი დამოკიდებულება და ვერც მექნება, ასე არის ბევრი ადამიანი, არა მარტო ისინი, ვინც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. 

ამბობს გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე ფორმულასთან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისი დაეშვა, რომელიც ავიაკომპანია აზიმუტმა განახორციელა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია დროა და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ

კომენტარები