რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰოლანდიამ და პოლონეთმა დაადასტურეს, რომ უკრაინელ მფრინავებს F-16-ების მართვაში გაწვრთნიან

Remko De Waal/Agence France-Presse — Getty Images

ნიდერლანდებისა და პოლონეთის პრემიერმინისტრებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ისინი უკრაინელ მფრინავებს F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში წვრთნებს ჩაუტარებენ

"ჩვენ შევადგინეთ წვრთნების განრიგი. პოლონეთი დაეხმარება უკრაინას F-16 თვითმფრინავებისთვის მფრინავების მომზადებაში". - აღნიშნავს პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

მორავიეცკიმ ასევე თქვა, რომ პოლონეთს "რამდენიმე" Patriot-ის სისტემაც აქვს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ იარაღს ფლობენ, მოუწოდა, რომ ისინი უკრაინას "რაც შეიძლება მალე" გადასცენ. 

2023 წლის მარტში, პოლონეთი გახდა პირველი NATO-ს წევრი ქვეყანა, რომელიც უკრაინას MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს დაჰპირდა.

ასევე, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა მოლდოვის სამიტში, თქვა, რომ პოლონეთის მსგავსად, უკრაინელი მფრინავების წვრთნებს უახლოეს მომავალში ნიდერლანდებიც დაიწყებს.

"სამიტზე მონაწილე ქვეყნების ნაწილი უკრაინისთვის შექმნილი ავიაგამანადგურებლების საერთაშორისო კოალიციის წევრია. მე მოვუწოდე სხვა დამსწრე ქვეყნებსაც, შეუერთდნენ კოალიციას. ეს არსებითია უკრაინის თავდაცვისთვის". - წერს რუტე.

"საერთაშორისო კოალიცია" ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა, რომლის მიზანიც უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების უზრუნველყოფაა. მასში გაერთანდნენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა. ნიდერლანდმა, დანიამ და ბელგიამ უკვე აღნიშნეს, რომ მზად არიან, თავიანთი საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას გადასცენ.

კომენტარები