ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ის ღირსეულად წარდგა, როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური პოზიცია, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ვართ. სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა გვაქვს. სუვერენული სახელმწიფო ვართ და განუხრელად ვისწრაფით ევროკავშირში გაერთიანებისკენ. ასევე, ჩვენ თავაწეულები ვთვლით, რომ ეს სტატუსი, რომლისკენაც მივისწრაფით, ჩვენს ხალხსა და სახელმწიფოს ეკუთვნის [...] ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გზაზე, პრემიერმა სიტყვიერი მხარდაჭერა მიიღო [...] დიდი მოთმინებით დაველოდებით იმ დღეს, როდესაც ბრიუსელში ჩვენი ქვეყნისადმი ერთადერთი და ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სტატუსის მონიჭების შესახებ.
tbl.ge/6e63
დაკოპირდა
ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოლდოვაში ვიზიტს, სადაც მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი "გლობალური ომის პარტიაზე": აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, ვინ დგას მათ უკან
- კობახიძე: საჭიროა ახალი განათლების სისტემა - ამასაც გამჭვირვალობის მსგავსი რეაქცია მოყვება
- პრემიერი: შეუძლებელია, ტრადიციების პატივისცემა და ფსევდოლიბერალიზმი დააბალანსო
- კობახიძე: ორი ძალაა პოლიტიკაში, ჩვენ და კოლექტიური ნაცმოძრაობა
- იოსელიანი ქურასბედიანზე: მიუღებელია ე.წ. დაბულინგება, მითუმეტეს, ქალი პოლიტიკოსების