ჰენკის ინდექსი

ჰანკეს 2022 წლის სიღატაკის ინდექსი – საქართველო 36-ე ადგილზეა

adf.org.au

ჰანკეს ყოველწლიურ ინდექსში, რომელიც ქვეყნებში ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს, საქართველო გასული წლის მონაცემებით 157 ქვეყნიდან 36-ე ადგილს იკავებს

ჰანკეს ინდექსის მეთოდოლოგია გულისხმობს სამ ელემენტის – უმუშევრობის დონის, ინფლაციის მაჩვენებლისა და საპროცენტო განაკვეთის მონაცემების ინდიკატორებად გამოყენებას.  

ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა ამ ინდიკატორების უარყოფით გავლენას განიცდის, ინდექსის მიხედვით მოწინავე ადგილებს ინაწილებენ.

ქვეყნები ჰანკეს ინდექსის მიხედვით - 2022 წლის შესაბამისი მონაცემები

ამავე ინდექსში ზიმბაბვე, ვენესუელა, სირია, ლიბანი, სუდანი, არგენტინა, იემენი, უკრაინა, კუბა, თურქეთი, შრი-ლანკა, ჰაიტი, ანგოლა, ტონგა და განა მსოფლიოს ყველაზე ღატაკი ქვეყნების პირველ 15 ადგილს იკავებენ. 

კომენტარები