თავდასხმა

20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც კიკეთში 5 ადამიანი დაჭრა, 1 კი მოკლა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც სოფელ კიკეთში 5 ადამიანი დაჭრა, 1 კი მოკლა. 

შემთხვევა 2022 წლის 17 სექტემბერს მოხდა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა რამდენიმე ადამიანთან იჩხუბა, შემდეგ კი სახლიდან იარაღი ჩაიტანა და მათ ცეცხლი გაუხსნა. 6 ადამიანი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრა - მათგან 1 დაიღუპა. 

ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის "ბ" და "ლ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

კომენტარები