პალესტინა-ისრაელი

ჯენინში ისრაელის მიერ ლტოლვილთა ბანაკზე იერიშის მიტანის შედეგად ხუთი პალესტინელი დაიღუპა

BBC

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა ჯენინის ლტოლვითა ბანაკზე იერიშის მიტანის შედეგად 5 პალესტინელი მოკლეს, მათ შორის 15 წლის ბიჭი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

უწყებამ დასძინა, რომ დაშავდა 90-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის 15 წლის გოგონა, რომელსაც ადგილობრივების ცნობით, ტყვია მოხვდა.

დაჭრილთა შორის ასევე იყო პალესტინელი ფოტოჟურნალისტი, რომელიც დარბევას აშუქებდა.

ისრაელის ვერტმფრენებიდან რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც პალესტინელმა ბოევიკებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე სამხედრო მატარებლები მიზანში ამოიღეს.

ისრაელის არმიის ცნობით, დაპირისპირებისას შვიდი ისრაელელი ჯარისკაცი და სასაზღვრო პოლიციის ოფიცერი დაიჭრა. 

პალესტინის ხელისუფლება შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო "ისრაელის აგრესია ჯენინზე, რაც მათივე თქმით, "სერიოზული, საშიში ესკალაციაა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს".

პალესტინის ხელისუფლების სამოქალაქო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ ალ-შეიხმა განაცხადა, რომ "პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ საოკუპაციო ძალების მიერ სასტიკი და ღია ომი მიმდინარეობს".

"ისრაელის მიერ თვითმფრინავების გამოყენება აიძულებს ჩვენს მებრძოლებს მიმართონ ისეთ იარაღებს, რომლებიც მტერს გააკვირვებს". - აღნიშნა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფების ისლამური ჯიჰადის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა:

"ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს და დაარტყამთ ტერორისტებს სადაც არ უნდა იყვნენ. ტერორისტები ვერ იპოვიან უსაფრთხო თავშესაფარს - ვერც ჯენინში, ვერც ნაბლუსში და ვერც ღაზაში."

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში, სულ მცირე, 161 პალესტინელი და 21 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები