თავდასხმა ლევან ბერძენიშვილზე

კობახიძე ბერძენიშვილზე: არ შეიძლება პროფესორი 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეს ლანძღავდეს

თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ერთი რამ მინდა კიდევ გავიმეორო, რომ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და ასევე პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენ ეროვნულ იდენტობას. პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს. არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება. ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე მოვუწოდებ ყველას, რომ ნუ შეუწყობენ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას [ხელს]. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენ გმირ მეფეებს. ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ მიუღებელია შუღლის გაღვივებაც.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.  ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ, წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს.  უცნობი პირი ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და მოღალატეს უწოდებდა. 

კომენტარები