რუსეთი

ტამბოვის ოლქში დენთის ქარხანაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა

ტამბოვის დენთის ქარხანა ქალაქ კოტოვსკში.
Alexander Ryumin / TASS

რუსეთში, ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში დენთის ქარხნის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს

უწყების ცნობით, შენობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ ცნობა 14:10 საათზე შევიდა. 

"ამ დროისთვის არის ინფორმაცია ოთხი დაღუპული და ორი დაშავებული ადამიანის შესახებ". - უთხრა რუსულ სამთავრობო მედია TACC-ს სასწრაფო დახმარების სამსახურმა.

ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ხანძარი "ადამიანურმა ფაქტორმა" გამოიწვია.

კომენტარები