რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვიის პრემიერის თქმით, ქვეყანა თავის ყველა ვერტმფრენს უკრაინას გადასცემს

კრიშიანის კარინში
Nicolas Economou/NurPhoto via Getty Images

21 ივნისს ლონდონში დაწყებულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (UCR 2023) ლატვიის პრემიერმინისტრმა, კრიშიანის კარინშმა თქვა, ბალტიისპირეთის ქვეყანა თავის ყველა ვერტმფრენს უკრაინას გადასცემს.

კარინშმა ასევე თქვა, რომ რიგის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება უკვე ქვეყნის მთლიანი პროდუქტის 1%-ს შეადგენს.

ლატვიამ ვერტმფრენების, სტინგერების, დრონებისა და სხვა აღჭურვილობის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ იანვარში განაცხადა. ქვეყანა უკრაინელ სამხედროებსაც წვრთნის.


21 ივნისს ლონდონში დაიწყო უკრაინის აღდგენის კონფერენცია (Ukraine Recovery Conference), რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა გაუძღვება და რომლის მიზანიც ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებაა. 

კონფერენციას ესწრებიან უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა მაღალჩინოსნები. ასევე, 38 სახელმწიფოს 400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი.

კომენტარები