რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანმა, კლიუჩევსკაია - სოპკამ ამოფრქვევა დაიწყო.
ეროვნული მონიტორინგის სამსახურის ცნობებით, ვულკანის ამოფრქვევა 22 ივნისს დაიწყო.
"ვულკანური აირებისა და ფერფლის ამოფრქვევა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. მიმდინარე მოვლენებმა გავლენა შეიძლება იქონიოს დაბლამფრენ თვითმფრინავებზე". - წერს მონიტორინგის ცენტრი საკუთარ ვებგვერდზე.
კლიუჩევსკაია - სოპკას სიმაღლე თითქმის 5 კმ-ია. ის ევროპისა და აზიის მასშტაბით ყველაზე დიდი და აქტიური ვულკანია. ბოლოს კლიუჩევსკაია - სოპკა ოქტომბერში გააქტიურდა.