რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლეს

უკრაინის 33-ე მექანიზებული ბრიგადის Leopard 2A4
სოციალური მედია

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის კრასნოჰორივკას მახლობლად მდებარე ტერიტორიები გაათავისუფლეს, რომელიც 2014 წლიდანაა ოკუპირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ავრცელებენ

"ტავრიის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის კრასნოჰორივკას მახლობლად მდებარე ტერიტორიები, რომლებიც 2014 წლიდან იყო ოკუპირებული.

ჩვენი ძალების მოძრაობა გრძელდება". - წერს ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაური, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი ტელეგრამზე.

ამავდროულად, ტავრიის ფრონტის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის წარმომადგენელმა ვალერი შერშენმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს მტრის ტერიტორიები კრასნოჰორივკას მახლობლად.

მისივე თქმით, კრასნოჰორივკას მახლობლად თავდაცვის ძალებმა გარკვეული უბნები ნაღმებისგან გაწმინდეს. როგორც შერშენმა აღნიშნა, უკრაინულ სამხედრო ძალებს არტილერია და მძიმე ტექნიკა უმაგრებდა ზურგს.

"მტრისთვის საკმაოდ მოულოდნელად ჩვენი შემტევი ქვედანაყოფები წინ წავიდნენ. მთელი კვირის განმავლობაში მტერი ღებულობდა ყველა ზომას, რომ ამ პოზიციებიდან გავეგდეთ, მაგრამ ამაოდ. ამას ჩვენთვის აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, ფუნდამენტური მომენტი და გარკვეული გაუმჯობესებაა ჩვენი ტაქტიკური პოზიციის. ეს ადგილობრივი წარმატების თვალსაჩინო მაგალითია". - თქვა შერშენმა.

ამავდროულად, 79-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადის პრეს-ოფიცერმა იაროსლავ ჩეპურნიმ Украинская правда-ს უთხრა, რომ კრასნოხორივკას მახლობლად მდებარე ტერიტორიების გათავისუფლება მიკოლაევის მედესანტეების მიღწევაა.

კომენტარები