რამე ხომ არ გეშლებათ? არავინ არ აპირებს, რომ იოტისოდენა გაგიტაროთ. რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც ხართ, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამაზე პასუხს ნამდვილად ყოველთვის მოგთხოვთ. აი, როდესაც გაბედავთ იმას, რომ აზრად მოგივიდეთ, თქვე მართლა ტურებო და გგონიათ, დააცხრებით როგორმე ამ ქვეყანას, დაჯიჯგნით ჩვენს ქართველ ხალხს - ამაყ და მინდა ვიხმარო სიტყვა ჯიგარი, იმიტომ, რომ არცერთ სხვა ენაზე ეს სიტყვა არ ითარგმნება. თქვენ არც ჯიგარი გაქვთ, არც სამშობლო გიყვართ, არც ეს ხალხი გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს? რამე არ შეგეშალოთ, კარგად დაფიქრდით, ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხელი თავები კარგად გაიგრილეთ. თუ ამას ვერ იზამთ, ამის საშუალებები არსებობს, რომ ეს თავები გაგიგრილოთ.
tbl.ge/6f81
დაკოპირდა
მიმართავს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პარლამენტში ოპოზიციას.
ამავე თემაზე
- TI: 65-მილიონიანი ტენდერის მოგების შემდეგ, ყოფილმა დეპუტატმა ოცნებას 40 000 ლარი შესწირა
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე