მექსიკა

შეიარაღებულმა პირებმა მექსიკაში 14 პოლიციელი გაიტაცეს

შეიარაღებულმა პირებმა მექსიკის სამხრეთ რეგიონში 14 პოლიციელი გაიტაცეს. კიაპასის შტატის უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დაცვის მდივნის ინფორმაციით, თოთხმეტივე გატაცებული პოლიციელი მამაკაცია. 

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების ადგილსამყოფელის დასადგენად დაწყებულია სახმელეთო და საჰაერო სამძებრო სამუშაოები.

 სამართალდამცავი ორგანოს ერთ-ერთი წარმომადგენლის მიხედვით, პოლიციელები კიაპასის შტატის დედაქალაქისკენ მიემგზავრებოდნენ, როდესაც ისინი ალყაში მაოქციეს შეიარაღებულმა პირებმა, რის შემდეგაც ავტომობილში მყოფი ქალები გაათავისუფლეს, ხოლო თოთხმეტივე კაცი გაიტაცეს.

კომენტარები