ცხოველის წამება

ცხოველის წამებისთვის სასჯელი მკაცრდება – კომიტეტმა ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომლითაც მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა  ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო.

კანონპროექტით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან/და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 სთ-მდე, შინაპატიმრობის ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე. 

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით - ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მოქმედი კანონმდებლობით კი, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები