ქართული ოცნება

ოდიშარია: ლევან ხაბეიშვილი არის ცნობილი დამსმენი

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ოდიშარიას თქმით, ხაბეიშვილი ცნობილი დამსმენია.

"ლევან ხაბეიშვილი არის ცნობილი დამსმენი, შარიკოვი. ის მე 1937 წელს მოქმედ ადამიანებს მახსენებს, რომლებიც სამეულებს ქმნიდნენ, ადამიანებს ხელს ადებდნენ და უდანაშაულო პირებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ. ღმერთს მადლობა, რომ ლევან ხაბეიშვილს ამის საშუალება არ ექნება. დამსმენებში მსოფლიო ჩემპიონატი რომ იყოს, ალბათ, ლევან ხაბეიშვილი მეორე ადგილზე გავიდოდა, ცნობილი გარემეობებეის გამო". - თქვა ოდიშარიამ TV პირველთან საუბარში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადების გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

"ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს". – თქვა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები