რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის მიერ უკრაინის კონტრშეტევასთან გამკლავების ტაქტიკას ავლენს

Sefa Karacan/Anadolu Agency via Getty Images

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა გააუმჯობესა ტაქტიკა, რომელიც უკრაინის სამხრეთში უკრაინის თავდაცვის ძალების ჯავშანტექნიკის კონტრშეტევითი ოპერაციების შენელებას ისახავს მიზნად.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი ინტენსიურად იყენებს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს.

ამასთან, ნაღმების სიმკვრივე ზოგიერთ ფრონტზე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაცილებით მეტი ნაღმი გამოიყენეს, ვიდრე ამას რუსული სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს.

სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის შენელების შემდეგ, რუსეთმა უკრაინულ ჯავშანმანქანებზე დრონებისა და არტილერიის გამოყენებით თავდასხმა სცადა.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ამ მიდგომით გარკვეულ წარმატებას მიაღწია უკრაინის კონტრშეტევის ადრეულ ეტაპებზე, მისი ძალებს კვლავ განიცდიან ძირითადად სისუსტეებს, განსაკუთრებით გადატვირთულ დანაყოფებსა და საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტ." - წერს დაზვერვა.

კომენტარები