Threads

Twitter-მა, შესაძლოა, Meta-ს მისი კონკურენტი აპლიკაციის Threads-ის გამო უჩივლოს

BBC

Twitter-მა, შესაძლოა, მისი კონკურენტი აპლიკაციის Threads-ის გამო Meta-ს უჩივლოს

Twitter-ის ადვოკატმა, ალექს სპირომ ოთხშაბათს, 5 ივლისს Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ზაკერბერგს წერილი გაუგზავნა, რომელშიც Meta "Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემატურ, მიზანმიმართულ და უკანონო მითვისებაში" დაადანაშაულა. 

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, Meta-მ დაიქირავა Twitter-ის ათობით ყოფილი თანამშრომელი, რომლებსაც "ჰქონდათ და აქვთ წვდომა Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებებზე და სხვა უაღრესად კონფიდენციალურ ინფორმაციაზე", რაც სპიროს თქმითვე, "საბოლოოდ მას Twitter-ის ასლის Threads-ის შექმნაში დაეხმარა". 

Meta-ს სპიკერი ენდი სტოუნი მასკის ადვოკატს გამოხმაურა და აღნიშნა, რომ "Threads-ის საინჟინრო გუნდში არავინ არის Twitter-ის ყოფილი თანამშრომელი – ეს უბრალოდ ასე არ არის".

ამასთან, Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა თქვა, რომ "კონკურენცია კარგია, მოტყუება არა".

5 ივლისს Threads-ის გაშვების შემდეგ, აპლიკაციაზე ათობით მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა.

Meta-მ Twitter-ის ალტერნატივა – აპლიკაცია Threads შექმნა

 

კომენტარები