NATO-საქართველო

წაქაძე: უკრაინას რუსეთის დამარცხება მოსთხოვეს, ჩვენ, შეიძლება, აშშ-ს დამარცხება მოგვთხოვონ

თქვენ იცით, ალბათ, რა მოხდა, ხომ? უკრაინას რუსეთის დამარცხება მოსთხოვეს, ჩვენ შეიძლება, ამერიკის დამარცხება მოგვთხოვონ და მერე მიგვიღონ NATO-ში. საქართველომ განახორციელა ყველა ის რეფორმა, რაც საჭიროა NATO-ს წევრი ქვეყნისათვის და მეტი რა უნდა გააკეთოს?! დანარჩენი არის მათი ნება. უკრაინას უთხრეს, ჯერ რუსეთი დაამრცხეთ და მერე მიგიღებთო. ალბათ, ჩვენ გვეტყვიან, ჯერ ამერიკა დაამარცხეთ და მერე მიგიღებთო.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბეჟან წაქაძე NATO-ს ვილნიუსის სამიტიზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგებზე. 

კომენტარები