შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ჩვენი მიზანი რაც იყო, დავიცავით – ღონისძიებაზე არავინ დაშავებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, პრაიდისფესტის ჩაშლისას ის მთავარი მიზანი, რომელიც მათ ჰქონდათ დაიცვეს და დანღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა. 

როგორც შსს-ს  წარმომადგენელმა გამართულ ბრიფიგზე აღნიშნა, 3000-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული, თუმცა ლოკაცია არ აძლევდა მათ საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული. 

"მობილიზებული იყო შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფი, 3 000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იქ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

შესაბამისად, მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი, კონტრაქციის წარმომადგენლები, გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე და ვინაიდან ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო და ეს ადამიანები ცდილობდნენ კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მიეღწიეთ ლოკაციამდე, სადაც ეს ღონისძიება ტარდებოდა.

ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია, გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო მიზანი რაც იყო და მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა".- თქვა კუპატაძემ. 


8 ივლისს Pride-კვირეულის დასკვნითი ფესტივალი 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ქოც-ორკები შეიკრიბნენ და ფესტივალის ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა".

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს ფესტივალის ტერიტორია, დაარბიეს სცენა, დაწვეს ინვენტარის ნაწილი და მოიპარეს ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებული საკვები, სასმელი და სხვა სახის ქონება.

პრაიდ ფესტივალი 8 ივლისს, ლისის ტბის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. Tbilisi Pride-მა კერძო ღონისძიების ჩაშლის მცდელობაში შსს და ძალადობრივი ჯგუფი, ალტ-ინფო დაადანაშაულა, თავდასხმას კი წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული უწოდა.

კომენტარები