ვარკეთილში კაცმა მეგობარი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა.
დაჭრილი კაცი კლინიკაშია გადაყვანილი - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.