დონბასში, ფრონტის ხაზიდან 23 კილომეტრში მდებარე უკრაინულ საწვრთნელ ბაზაზე რუსების მიერ ნასროლი კასეტური ჭურვის ნამსხვრევმა Deutsche Welle-ს ოპერატორი, იევგენ შილკო დაჭრა.
შილკო DW-ს გუნდთან ერთად საწვრთნელ ბაზაზე არსებული სიტუაციის გასაშუქებლად იმყოფებოდა. კორესპონდენტები რუსული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ.
"უკრაინის არმიას ვიღებდით სამიზნე წვრთნების დროს, როდესაც მოულოდნელად რამდენიმე აფეთქება გავიგეთ". - თქვა DW-ს კორესპონდენტმა, მათიას ბულინგერმა.
შილკოს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. მას საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
თავდასხმის შედეგად საწვრთნელ ბაზაზე უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა.