უკრაინა

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელებას

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის დამატებით 90 დღით გახანგრძლივებას. ცვლილების შედეგად არსებული მდგომარეობა 2023 წლის 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავლენა ექნება მიმდინარე წლის ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზეც, ვინაიდან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. 

რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოყოლებული უკრაინაში საომარი მდგომარეობა მერვედ გაახანგრძლივეს. 

კომენტარები