ზუსტად ის "არგუმენტია", რასაც პუტინის პროპაგანდა იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთში საქართველოს იზოლირებისთვის - რუსეთი, შესაძლოა, დამნაშავე და ცუდია, მაგრამ საქართველოს ბრალია, უკრაინის ბრალია, გააღიზიანეს... სწორედ ამით ხდებოდა საერთაშორისო რეაქციის განეიტრალება, ეს ზუსტად ის არის, რაც ჩვენს მტერს სჭირდება - ბოდვა და სისულელე, რომ თურმე ჩვენ მიერ გაღიზიანების, საქართველოს და უკრაინის ბრალია, ნაწილობრივ მაინც, ის, რომ რუსეთმა მოაწყო გენოციდი 90-იანებში, 2008-ში კიდევ ერთხელ მოაწყო ეთნიკური წმენდა და დღეს უკრაინაში რასაც შვრება. ამას ჩვენივე მთავრობა აკეთებს - ეს არის ღალატი, ამას ჰქვია ღალატი, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ხალხის მოტყუებას ცდილობენ ამ აბსურდით. ამაზე თამაშობენ და ყველა უნდა მიხვდეს, როცა ასეთ სისულელეს ამბობენ, რა მთავრობასთან გვაქვს საქმე. ამ მთავრობის გამოცვლაა ჩვენთვის მთავარი ამოცანა, რათა დაცული, თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ.
საქართველო-რუსეთი
ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ზუსტად ისაა, რაც ჩვენს მტერს სჭირდება – ბოდვა და სისულელე
tbl.ge/6gcp
დაკოპირდა
ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ.
"ეს იყო ქაჯობა, ამ ქაჯობამ მძიმე შედეგები მოგვიტანა, 2008 წელსაც". - თქვა კობახიძემ გუშინ, 27 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- ქართველმა პარლამენტარებმა მითხრეს, NGO-ების მხარდამჭერ რუსებს გავყრითო – სოლოვიოვი
- პაპუაშვილი ჟურნალისტებს: თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ
- უნდა შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯება – პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
- კარასინის აზრით, რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
- Агентство: ФСБ-სთან დაახლოებული ინსტიტუტი თბილისში მართავს კონფერენციას "ღირებულებებზე"