2022-23 წლებში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, 1700-მდე რუსული კომპანია შემდეგ სფეროებში საქმიანობენ:
- 82% - საინფორმაციო ტექნოლოგიები.
- 5.3% - სხვადასხვა მომსახურება.
- 4.9% - დიზაინერულ და სარეკლამო საქმიანობა.
- 4.4% - განათლების, ხელოვნებისა და გართობა.
- 3.3% - ვაჭრობისა და წარმოება.
25 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მონაცემებს 3-ჯერ აღემატება.