რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვაგნერელების ბელარუსიაში გადასვლის გამო უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარზე დაცვას აძლიერებს – WP

ვაგნერის წევრები ბახმუტში
РИА

ვაგნერელების ბელარუსიაში გადასვლის გამო უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარზე დაცვას აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Გამოცემა Washington Post ავრცელებს.

“უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრებთან ახალი სამხედრო თავდასხმების პოტენციალის შესახებ საფრთხე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინის მსახედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლები მოსკოვის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გასული თვის ხანმოკლე ამბოხის შემდეგ ბელარუსიაში გადასახლდნენ, უკრაინამ და პოლონეთმა თავდაცვა გააძლიერეს.” - წერს გამოცემა.

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევას "ხელთ არსებული ყველა საშუალებით" უპასუხებენ. 

პუტინი ირწმუნება, რომ შესაძლოა პოლონურ-ლიტვურ-უკრაინული სამხედრო გაერთიანება დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისთვის გამოიყენონ და თუ პოლონელები ლვოვში შევლენ, მას აღარ დატოვებენ.

25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ივნისში ბელარუსმა რუსული ბირთვული შეიარაღების მიღება და განთავსება დაიწყო.

აჯანღების ჩახშობის შემდეგ 26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

კომენტარები