ასტრონომია

ჯეიმს ვების ტელესკოპის სურათები შორეული ვარსკვლავის სიკვდილს აჩვენებს

 The University of Manchester /PA

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით (JWST) უპრეცედენტო ხარისხითა და დეტალებით შორეული ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო ეტაპების სურათები გადაიღეს.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული კადრები აჩვენებს მბზინავი გაზის ბეჭდის მაგვარი ფორმის სტრუქტურას, სახელწოდებით Ring Nebula, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 2 600 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ნისლეული მომაკვდავი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად წარმოიქმნა. აფეთქებამ  წარმოქმნა კაშკაშა ფერის რგოლები, გააფართოვა გაზის ბუშტები და წარმოქმნა ღრუბლები.

ტელესკოპის ახლო ინფრაწითელი კამერის მაღალი გარჩევადობის სურათებში ნაჩვენებია არა მხოლოდ ნისლეულის გაფართოებული გარსის სტრუქტურა, არამედ მის ცენტრში არსებული თეთრი ჯუჯის ანუ, ძალიან მკვრივი ვარსკვლავის გარშემო არსებული შიდა რეგიონი, რომელიც დაახლოებით პლანეტის ზომისაა. მიუხედავად იმისა, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო პლანეტებთან, ასეთი ობიექტები პლანეტარული ნისლეულის სახელითაა ცნობილი. ტერმინი ასტრონომიის ადრეული დროიდან არის შემორჩენილი, როდესაც მცირე ტელესკოპებით შეიარაღებული მეცნიერები ბუნდოვნად დანახულ მსგავს სხეულებს პლანეტებს ამსგავსებდნენ.

კომენტარები