მკვლელობა ეკვადორში

ეკვადორის პრეზიდენტობის კანდიდატი ფერნანდო ვილავისენსიო მოკლეს

Facebook Fernando Villavicencio

ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი და ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წევრი, ფერნანდო ვილავიჩენციო კამპანიის დროს მოკლეს. მას 9 აგვისტოს, ქალაქ კიტოში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ დაესხნენ თავს.

როგორც მოწმეებმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნეს, მანქანისაკენ მიმავალ პრეზიდენტობის კანდიდატს შეიარაღებულმა მამაკაცმა გზა დაუბლოკა და თავში სამჯერ ესროლა. შემთხვევის ადგილზე სულ ცხრა ადამიანი დაშავდა.

მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ვილავიჩენციომ  ნაციონალურ ტელევიზიაში თქვა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი კრიმინალური ბანდის დაპატიმრებული ლიდერისაგან რამდენიმე სიკვდილის მუქარა მიიღო. 

თავდამსხმელი ვილევიჩენციოს დაცვის წევრების მხრიდან გასროლით მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა, ხოლო დანაშაულთან დაკავშირებით ექვსი პირი უკვე დააკავეს. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ თქვა, რომ ის "აღშფოთებული და შოკირებულია" მკვლელობით და დანაშაულის სრულად გამოძიების პირობა დადო.

ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოსაა დაგეგმილი. გასო მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

კომენტარები