რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესტონეთი უკრაინას დამატებით იარაღსა და საბრძოლო მასალას გადასცემს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური

ესტონეთის მთავრობამ 10 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის წინადადებას უკრაინაში დამატებით 150 ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შესახებ

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიპოვეთ შესაძლებლობა, რომ ესტონელებმა უკრაინელებს დახმარების ხელი გაუწოდონ". - ამბობს პევკური.

ესტონეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტია. კერძოდ, ესტონეთმა უკრაინას Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ჰაუბიცები, საარტილერიო საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ნაღმტყორცნები, მანქანები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, სამხედრო საველე ჰოსპიტალი, სამედიცინო მარაგი, პირადი დამცავი აღჭურვილობა (ჩაფხუტები, და ა.შ.) გადასცა.

კომენტარები