ლაგუნა ვერე

ფონდმა ქართუმ ლაგუნა ვერე შპს ნეო სითი დეველოპმენტს მიყიდა

facebook: ლაგუნა იყო ურთიერთობა

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ფონდმა ქართუმ ლაგუნა ვერე შპს ნეო სითი დეველოპმენტს მიყიდა.

ამონაწერში აღნიშნულია, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის მქონე ტერიტორია შპს ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა. შესაბამისი განაცხადის რეგისტაცია კი 7 აგვისტოს დაფიქსირდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 23 მარტს რეგისტრირებული შპს ნეო სითი დეველოპმენტის 100%-იანი წილის მფლობელი მარიკა ვერულაშვილია, კომპანიის დირექტორი კი ტარიელ გაბუნია. ამავე ამონაწერის მიხედვით, შპს ნეო სითი დეველოპმენტის კრედიტორი ფონდი ქართუა.

ლაგუნა ვერესთან ფონდი ქართუ 65-სართულიანი, ორკოშკიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავდა. 2023 წლის იანვარში პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აიტვირთა. იმჟამინდელი მონაცემებით, პროექტის დამკვეთი კომპანია კოსტავას 69 იყო, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - ფონდი ქართუ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძე კი აცხადებდა, რომ ლაგუნა ვერე საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადაეცემოდა და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგებოდა. ამავდროულად, კალაძე მადლობას უხდიდა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ქართუს და ლაგუნა ვერესთან დაგეგმილ მშენებლობას "ძალიან მაგარი პროექტს" უწოდებდა.

კომენტარები