ბუბონური ჭირი

ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში ბუბონური ჭირის ორი შემთხვევა გამოვლინდა

Reuters

12 აგვისტოს ჩინეთის ჩრდილოეთ ავტონომიურ რეგიონში, შიდა მონღოლეთში ბუბონური ჭირის ორი შემთხვევა გამოვლინდა. წინა კვირას ბუბონური ჭირის ინფექცია ქალს დაუდასტურდა, აღნიშნული ორი დაავადებული კი მისი მეუღლე და ქალიშვილი არიან. 

დაავადებულების ყველა ახლო კონტაქტი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადების თანახმად, კონტაქტებს შორის ჯერჯერობით არანაირი საეჭვო სიმპტომი არ გამოვლენილა.

ბუბონური ჭირი ჭირის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა, მომაკვდინებელი იყოს. ბუბონური ჭირის ინფექციური დაავადება, როგორც წესი, მღრღნელებს გადააქვთ. ჩინეთში ბუბონური ჭირის გავრცელების შემთხვევები დაბალია და ძირითადად შიდა მონღოლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში ვლინდება. 

კომენტარები