სტიქია შოვში

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

შსს

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 1 ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამასთან ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედრის ფრაგმენტი. ტაბულას ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 8 ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები