მთავრობის ადმინისტრაციასთან შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.
აქციის მონაწილეები ვახტანგ გომელაურის მიერ შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ.
- გომელაური: ჰავაიზე 100 ადამიანი დაიწვა, აშშ-ს ჩვენზე მაგარი ვერტმფრენები ჰყავს, მაგრამ მოხდა
- გომელაური: ფერდობზე დარჩენილები უსაფრთხოდ იყვნენ, ამიტომ ღამე ფრენა აღარ გავრისკეთ
ტაბულა დაკავებულებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. ამ დრომდე მაშველებმა 25 ცხედარი იპოვეს. სტიქიის ზონაში კვლავ ეძებენ 8 ადამიანს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონის ძირითადი ნაწილი შემოწმებულია და დაახლოებით 25-26 % დარჩა შესამოწმებელი.