გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა.
მანქანას, რომლითაც მშობლები ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაადგილდებოდნენ, ტრაქტორი დაეჯახა, რის შედეგადაც დედა, მამა და მათი 4 წლის შვილი გარდაიცვალა. მეორე ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.