საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.
"დეკლარაცია ადასტურებს უკრაინისა და საბერძნეთის მზადყოფნას, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის ალიანსში ინტეგრაციისთვის და NATO-ს სტანდარტების იმპლემენტაციისთვის" - წერია დოკუმენტში.
საბერძნეთის პრემიერმინისტრმა მიცოტაკისმა თქვა, რომ საბერძნეთი გააგრძელებს სამხედრო, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინისთვის და მონაწილეობას მიიღებს უკრაინული ქალაქების ომის შემდგომ რეკონსტრუქციის პროცესში.