მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ე.წ. კანონიერ ქურდ მინდია გორაძეზე, იგივე ლავასოღლიზე ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის პოლიცია ავრცელებს.
მოლდოვის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი კანონიერი ქურდი დაკვეთით მოქმედებდა და ერთ-ერთი ბიზნესმენისგან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდა.
ბიზნესმენი, რომელმაც მინდია გორაძეს ყოფილი პარტნიორისგან ფულის გამოძალვა დაავალა 18 აგვისტოს მოლდოვაში დააკავეს.