რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

დნეპრზე მიტანილი იერიშის შედეგი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

დარტყმის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ცნობით, ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის ერთი რაკეტა.

იერიშის შედეგად დაზიანდა სატრანსპორტო ობიექტი და კიდევ ათობით შენობა, მათ შორის: ბანკი, ბენზინგასამართი სადგური, სასტუმრო, ავეჯის საწარმო, ადმინისტრაციული შენობა, სოფლის მეურნეობის ფირმა და ორი საცხოვრებელი სახლი.

კომენტარები