ინტერნეტი

ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს

საქართველოში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ინტერნეტის მიწოდების პრობლემა შეექმნათ თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.

როგორც ტაბულას სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტში უთხრეს, ინტერნეტმიწოდებას საერთო შეფერხება აქვს, თუმცა გამოსწორების სავარაუდო დრო ჯერ ცნობილი არ არის.

კომპანია მაგთიკომი შეფერხებას განცხადებით გამოეხმაურა. 

"მაგთის მობილური ქსელის მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს ინტერნეტსერვისი შეფერხებით მიეწოდება. ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს სრულფასოვანი სერვისი". – სატელეკომუნიკაციო კომპანია.

კომენტარები