კევინ ჰარტი

"ყველაზე სულელი ადამიანი ვარ" – ტრავმის შემდეგ კევინ ჰარტს ეტლით გადაადგილება უწევს

კომიკოსმა და მსახიობმა კევინ ჰარტმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც წარუმატებელი სპორტული აქტივობის შესახებ ილაპარაკა.

"44 წლის ვარ და ეტლით გადაადგილება მიწევს. მსოფლიოში ყველაზე სულელი ადამიანი ვარ! რა ჯანდაბას ვაკეთებდი? ჩემი ცხოვრება მო***ან. ეტლში კი იმიტომ ვარ, რომ თავი ახალგაზრდა მეგონა. მივმართავ ყველას ვინც 40 ან მეტი წლის არის, პატივი ეცით თქვენ ასაკს, ეს თამაში არ არის. არ მინდა განერვიულოთ, მაგრამ უპატივცემულობის გამო ეტლით გადაადგილება მიწევს". – ამბობს ჰარტი ვიდეოში.

ჰარტის თქმით ის 10 წლით უმცროს, ამერიკული ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავს, სტივენ რიდლის სირბილში შეეჯიბრა. შედეგად კომიკოსმა მუცლისა და ბარძაყის კუნთები დაიზიანა. 

ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია როდის შეძლებს მსახიობი ეტლის გარეშე გადაადგილებას.

კომენტარები