თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულომ ცათამბჯენების სადავო პროექტებს მხარი დაუჭირა

25 აგვისტოს სხდომაზე თბილისის საკრებულომ ცათამბჯენების სამშენებლო პროექტებს, რომლებიც სადავო საკითხი იყო, მხარი დაუჭირა. სადავო პროექტი ეხებოდა განაშენიანების გეგმებს ლაგუნა ვერესთან, ვაკეში, დიღომსა და ნაძალადევში.

თბილისის საკრებულოს მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ პროექტებს მშენებლობის ნებართვა ავტომატურად ეძლევათ. ამ ნებართვისთვის საჭიროა მერიის დასტური. საკრებულოს მხარდაჭერით, ორგანო თანახმაა, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ინვესტორმა ინფრასტრუქტურა საკუთარი სურვილისამებრ განავითაროს. იმისათვის, რომ ინვესტორმა მერიისგან მშენებლობის ნებართვა მიიღოს, შესაძლოა პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანაც დასჭირდეს.

კენჭის ყრამდე სხდომა ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერების მტკიცებით, მოცემული პროექტები ქალაქისთვის საფრთხეს ქმნიან. მანამ, სანამ კენჭისყრა დაიწყებოდა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ოპოზიციონერების კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დაგეგმილი 52-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი. 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რომლის ფონდმა ქართუმ  ლაგუნა ვერეს ტერიტორია გაყიდა.

ამას გარდა, მხარი დაუჭირეს ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძის პროექტსაც, რომლის მიხედვითაც ვაკეში 169-სართულიანი შენობის აშენება იგეგმება და პარლამენტის დეპუტატის ქართული ოცნების წარმომადგენელ ნინო წილოსანის ოჯახთან დაკავშირებული კომპლექსის მშენებლობასაც.

კომენტარები