შიომღვიმე

საპატრიარქო: შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე კლდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე კლდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"შიომღვიმის მონასტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი. როგორც ირკვევა, მონასტრის მიმდებარე კლდიდან პერიოდულად ხდება ხოლმე ქანების ჩამოშლა. ხოლო წელს კი შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები". – წერია განცხადებაში.

კომენტარები