ელექტროენერგიის შეზღუდვა

თელასი: მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა, საბურთალოს 26 000-ზე მეტ აბონენტს დენი არ აქვს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

თელასის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში გაზის მილზე ხანძრის შედეგად მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა, რის გამოც 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მათივე ცნობით, აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ 00:00 საათისთვის დასრულდება.

"თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა თელასის მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000 მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიამ გადაკეტა გაზი, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

თელასის საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ 00:00 საათისთვის დასრულდება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები