ჩინეთის დიდი კედელი

ჩინეთის დიდი კედელი გათხრების შედეგად დაზიანდა – დაკავებულია ორი პირი

YOUYU COUNTY POLICE RELEAS

შანსის პროვინციაში ჩინეთის დიდი კედელი გათხრების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ჩინეთის დიდი კედლის დაზიანების ბრალდებით 38 წლის კაცი და 55 წლის ქალი დააკავეს - ისინი ექსკავატორის შეყვანის მიზნით გზას აფართოებდნენ და მიწას თხრიდნენ. საქმეზე  გამოძიება გრძელდება.

პოლიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმა ეჭვმიტანილმა "შეუქცევადი ზიანი მიაყენა დიდი კედლის მთლიანობას და კულტურული რელიკვიების უსაფრთხოებას".

1987 წლიდან ჩინეთის დიდი კედელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. იოუიუს საგრაფოში მდებარე 32-ე დიდი კედელი კი მინგის დიდი კედლის მონაკვეთია და კატეგორიზებულია, როგორც ისტორიული და კულტურული ადგილი.

კომენტარები