საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის დირექტორი: ცეცხლი გაუჩნდა ორიგინალი კინოფირების საცავს

ფორმულა

საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის თქმით, ეროვნული არქივის შენობის მიმდებარედ ცეცხლი გაუჩნდა საცავს, სადა ორიგინალი კინოფირები ინახებოდა.

"საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე, ეზოში, ცალკე მდგომ კინოფირების საცავს გაუჩნდა ხანძარი, სადაც ინახებოდა ნიტროფირები. ამ ეტაპზე, ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლი ჩამქრალია, გამოძიება დაადგენს დეტალებს. ადამიანები არ დაშავებულან." - თქვა იაშვილმა.

ამასთან, ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ დაზიანებული ორიგინალი კონფირები გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნულ არქივთან ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები